ძვირფასო კურსდამთავრებულებო, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და რეგულაციების გათვალისწინებით, ღონისძიებაზე დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული კურსდამთავრებულები, თანმხლები პირების გარეშე (ამის გათვალისწინებით, წელს გამოსაშვები ცერემონიალი გავა Facebook livestream მეშვეობით). ხოლო არავაქცინირებული პირებისთვის სავალდებულო იქნება არანაკლებ 72 საათით ადრე გაკეთებული pcr ტესტის ან 48 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ანტიგენის პასუხის წარდგენა.
ვაქცინაციის და ტესტების დამადასტურებელი დოკუმენტები აუცილებლად თან იქონიეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ღონისძიებაზე არ დაიშვებით.
ასევე გაცნობებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსის პირველ სართულზე ყოველ დღე (შაბათ კვირის გარდა) 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შესაძლებელია სწრაფი უფასო ანტიგენის ჩატარება, ხოლო საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის PCR ტესტის საფასური იქნება 55 ლარი.